დონალდ ტრამპი თანახმაა 200 000 დოლარის გირაო გადაიხადოს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე. იუწყება CNN
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტრამპის ადვოკატები ფულტონის ოლქის პროკურატურაში გამოცხადდნენ.
ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ შეძლოს ზეწოლა კიდევ სხვა 18 ბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.
ტრამპს ასევე აკრძალული აქვს საქმის შესახებ „პირდაპირი ან არაპირდაპირი“ კომუნიკაცია საქმეში მონაწილ რომელიმე თანაბრალდებულთან ან საქმის მოწმესთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრამპის ადვოკატები იქნებიან ჩართულები.
ტრამპი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას როგორც ამ, ისე სხვა სამ სისხლის სამართლის საქმეზე.