რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი თურქეთში სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. იწუყება Anadolu
უნგრეთიდან დაბრუნებისას ერდოღანმა მედიის წარმომადენლებს უთხრა, რომ პუტინთან შეხვედრას სექტემბერში იმედოვნებს, რომელზეც საუბარი იქნება „მარცვლეულის შეთანხმებაზე“.
„სექტემბერში ინდოეთში გაიმართება G20-ს შეხვედრა და აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა. თუ ასეთ მჭიდრო გრაფიკში მოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს პირადად შევხვდებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანს არ დაუზუსტებია შეხვედრის სავარაუდო ადგილი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, შესაძლოა, უახლოეს ხანებში ვიზიტით რუსეთში გაემგზავროს.
პუტინის ვიზიტი ანკარაში აგვისტოს მეორე ნახევარში უნდა გამართულიყო.
ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერდოღანი შესაძლოა, შეხვედროდა პუტინის წარმომადგენელს - თათრეთს პრეზიდენტთს, რუსლან მინიხანოვს. შეხვედრაზე სავარაუდოდ, საუბარი უნდა ყოფილიყო მოსკოვთან მოლაპარაკებაზე რუსული მარცლელულის ტრანზიტთან დაკავშირებით „მარცვლეულის შეთანხემბაში“ რუსეთის დაბრუნების სანაცვლოდ.