ალბათ, სოფო ჯაფარიძეს უნდა ჰკითხოთ, ეს ცალკე კამპანიაა თუ პარტიული, ვერ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართული პოლიტიკიდან არ წასულა არსად და ყოველთვის ფაქტორი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განახადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია არის თუ არა პარტიული, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია და არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ფაქტორი ყოველთვის იქნება. რაც შეეხება ცალკე კამპანიას, არ ვიცი ამ კამპანიის შესახებ. არის ცალკე თუ არის პარტიული, ინფორმაცია არ მაქვს და ადრესატებს უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.