მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩო, - ასე მიმართა ირაკლი ზარქუამ კელი დეგნანს.
ზარქუა გამოეხმაურა კელი დეგნანის ინტერვიუს რადიო თავისუფლებასთან, რომელშიც ელჩმა განაცხადა: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელეტრონულად აძლევს ხმას“.
ზარქუამ ელჩი საზოგადოების პოლარიზაციასა და რევოლუციური ტალღის აგორეის მცდელობაში დაადანაშაულა.
"სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ადგილობრივმა და არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ეს გამართულია და ეს მოქმედებს. ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში - მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩო, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით. ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ, თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ. ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, რადგან საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye my darling", - თქვა ირაკლი ზარქუამ.