24-25 აგვისტოს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფესტივალი ON THE EDGE FEST გაიხსნება.
On the Edge Fest გასულ წელს პირველად გაიმართა, საპილოტე პროგრამის ფოკუსი იყო უკრაინული ფოტოხელოვნება, 2023 წელს კი ტალინში სამი სხვადასხვა, ღია და დახურულ საექსპოზიციო სივრცე დაეთმობა ქართველ ფოტოგრაფებს.
Telliskivi Creative City Outdoor Gallery, Baltic Station Art Street და OKAPI Gallery-ში წარმოდგენილი იქნება 9 ქართველი არტისტის 12 ფოტოპროექტი, მულტიმედია ნამუშევარი და ინსტალაცია:
- დარო სულაკაური - „გაყოფილი სახლი“, „Terror Incognita“
- იური მეჩითოვი - „მოწმე“
- გურამ წიბახაშვილი - „განმარტებანი“
- დინა ოგანოვა - „დედა უკრაინა“, „MeToo“,
- შალვა ხახანაშვილი - "ურბანული არქეოლოგია"
- Hitori Ni – „რეივი და პროტესტი თბილისში“
- გიორგი შენგელია - "შემთხვევითი პორტრეტები", "უცნობი ქალაქი"
- ტბელ აბუსერიძე - "გავრილოვის ღამე"
- გიორგი ნაკაშიძე - “ლელო ბურთი”
ფესტივალის კურატორები არიან ესტონეთში მცხოვრები აფხაზურ-უკრაინული წარმოშობის ფოტოგრაფი და OKAPI Gallery-ის დამფუძნებელი თემურ ხვინგია და უკრაინელი ურბანისტი ფოტოდოკუმენტალისტი ანდრი მური.
25 აგვისტოს 19:00 საათზე გალერეა OKAPI უმასპინძლებს ფესტივალის ოფიციალურ გახსნას. გალერეაში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი დარო სულაკაურის, იური მეჩითოვისა და დინა ოგანოვას ფოტოპროექტები, მულტიმედია ნამუშევრები და ინსტალაცია.
ტალინის შემოქმედებით ცენტრში Telliskivi Creative City Outdoor Gallery-სა და Baltic Station Art Street-ის ტერიტორიაზე 24 აგვისტოდან 6 თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შალვა ხახანაშვილის, გიორგი ნაკაშიძის, დარო სულაკაურის, იური მეჩითოვის, დინა ოგანოვას, გიორგი შენგელიას, Hitori Ni-სა და ტბელ აბუსერიძის ნამუშევრები.
THE EDGE FEST არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც სწავლობს სასაზღვრო კონფლიქტებს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ომის ტრამვულ გამოცდილებებსა და სხვადასხვა სოციალურს საკითხებს. ფესტივალის გუნდი იკვლევს ფარულ და ღია, გეოპოლიტიკურ თუ ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და შიშებს.
ფესტივალის მიზანია აჩვენოს გზა, რომელსაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, ამ შემთხვევაში კი საქართველო, გადიან ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში: სამოქალაქო ომები, ოკუპაცია, სასაზღვრო კონფლიქტები რეგიონში, სოციალური უთანასწორობა, მიგრაცია და პროტესტი. ON THE EDGE FEST პირველ რიგში არის თვითრეფლექსიის მცდელობა და კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რომ თავისუფლება და ღირსება არის ნამდვილი საზოგადოების ნამდვილი ღირებულებები, საზოგადოების, რომელიც ზრუნავს საკუთრი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და აშენებს დამოუკიდებელ მომავლას, მიუხედავად აგრესორის ბოროტი განზრახვისა დაგვაბრუნოს საერთო წარსულში - წითელი ფარდის ქვეშ.