„ბრიკსის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ ჩადის, რაც მოწმობს რუსეთის აშკარა იზოლაციას და პუტინის შეზღუდულ შესაძლებლობებს მსოფლიო არენაზე. წერს CNN
როგორც ცნობილია, პუტინი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში, „ბრიკსის“ სამიტზე არ ჩავა, რომელიც მიმდინარე კვირაში იმართება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ის, რომ პუტინი არ ესწრება სამიტს, ცხადია მოწმობს რუსეთის იზოლაციას და პუტინის შესაძლებლობების შეზღუდვას საერთაშორისო არენაზე. მანამდე პუტინი, იყო ადამიანი, რომელიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო მას სხვაგვარად უყურებს. ახლა რუსეთის ლიდერი მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე არ ჩანს.
როგორც ცნობილია, მარტში სისხლის სამართლის სართაშორისო სასამართლომ რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რის შედეგადაც რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება) წევრი ქვეყნები ვალდებული არიან, მათ ტერიტორიაზე ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი დააკავონ.
„ბრიკსის“ სამიტი წელს იმართება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა.
„ბრიკსი“ ხუთ სახელმწიფოს აერთიანებს: ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.