თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ადგილობრივი დროით 10.05 საათზე, გოქსუნის რაიონში.
მიწისძვრის კერა 22,17 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.
ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, სირიის საზღვრის სიახლოვეს, 6 თებერვალს 7,7 და 7.6 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა.
დამანგრეველ მიწისძვრებს თურქეთსა და სირიაში 52 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.