რუსეთის ძალებმა ჩერნიჰივის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა 5 და დაშავდა 37 ადამიანი.
ჩერნიჰივის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, ქალაქზე დარტყმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.
ჩაუსი ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფარებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"მტერმა დაარტყა ჩერნიჰივის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით," - ამბობს ვიაჩესლავ ჩაუსი.