ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოების არეალი გაზრდილია როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში.
მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 25 არის იდენტიფიცირებული და ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს
„მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. საძიებო სამუშაოები არის აქტიურ რეჟიმში. გადასული არის მძიმე ტექნიკა როგორც მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, ასევე ლოკალურად სტიქიის ზონაში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ ძლიერი წვიმა იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში, თუმცა საძიებო სამუშაოებისთვის ამას რაიმე შეფერხება არ მოუტანია“, – განაცხადა ხიდეშელმა.