უბედური შემთხვევა მოხდა რიკოთის უღელტეხილზე. მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საამქროში მოხდა, ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.