ლატვიის სპეცსამსახურების ცნობით, ახლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეჟიმი სტაბილურად გამოიყურება, რუსეთში პროტესტები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის. ამის შესახებ უკრაინული მედია Delfi-ზე დაყრდნობით წერს.
კონსტიტუციის დაცვის ბიურო (SAB), რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ფუნქციები გააჩნია, ანგარიშში აღნიშნავს, რომ კრემლის რეჟიმი სტაბილურია, თუმცა ვითარება დაკვირვებას საჭიროებს.
უწყება ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსულ საზოგადოებაში სოციალურ-პოლიტიკური აპათიის ზრდაზე.
„ამ ტენდენციის დანახვა შესაძლებელია სოციალურ გამოკითხვებში: რუსული საზოგადოება იჩენს სიფრთხილეს, განსაკუთრებით თუ მისი აზრი არ ემთხვევა ძირითად პოლიტიკურ ხაზს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
SAB ასევე აღნიშავს, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ აჯანყებამ ვერ მოახდინა შესამჩნევი ნეგატიური გავლენა პუტინის რეჟიმის საჯარო შეფასებაზე, თუმცა არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ შემცირდა „ვაგნერის“ ლიდერის მხარდაჭერა.
„აჯანყებამდე პრიგოჟინს მხარს უჭერდა რუსთის მოქალაქეების ნახევარი, ამბოხის შემდეგ კი მხოლოდ მისი მეხუთედი. ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიციის მხარდაჭერა გაიზარდა: თუ აჯანყებამდე მას მოსახლეობის მხოლოდ მეათედი უჭერდა, ამბოხის შემდეგ ეს მაჩვენებლი მეხუთედს მიუახლოვდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
უწყება რუსეთში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, თუმცა არ გამორიცხავს.