„არსებობს კი ვინმე საქართველოში, საღად მოაზროვნე, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ კითხვები არ აქვს ხელისუფლებასთან, რომელმაც თავისი უმოქმედობით ადამიანების სიცოცხლე შეიწირა,“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტვ პირველის ეთერშ განაცხადა.
მისი თქმით, შოვში სტიქიის ღამეს ხელისუფლებამ მეწყერში ჩარჩენილები მიატოვა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, მთავრობის წევრებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
რა დამაძინებდა, ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე, ღამე დაიძინეს, ხალხი იყო ტალახში ჩაფლობილი, ჩვენებებია თვითმხილველების ხმები ესმოდათ შენობებიდან, წავიდნენ და დაიძინეს, მიატოვეს ხალხი. ესენი არიან დამნაშავეები, სამაშველო ოპერაციის შეწყვეტა სტიქიის ღამეს, ეს უკვე უზარმაზარი დანაშაულია, ადამიანების ბედის ანაბარა დატოვება. ხომ თქვეს, რომ სამაშველო ვერტმფრენებს იყიდდნენ, ხომ გამოუცხადეს სუპერ პუმებს ბრძოლა, ეს დანაშაული არ არის?
თავისთვის ახალ მანქანებს რომ ყიდულობენ, გეკითხებით, ვერტმფრენი რატომ არ შეიძინეს. ამბროლაურში როგორ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრი არ ჩასულიყო, როგორ დაიძინა. რას ბოდავს შს მინისტრი, რა სისულელეებს საუბრობს, ყველაფერი გვქონდა და არ გამოვიყენეთო. სამხედრო შეიარაღებაში გვაქვს ამერიკული ვერტმფრენები, რატომ არ გამოიყენეს, ამერიკელების ვერტმფრენები გვიდგას, რაზე ვლაპარაკობთ, ხალხი გაწირეს, შეტევაზე გადავიდნენ გადარჩენილებთან. ესენი არიან გარეწრები, კორუმპირებულები, თაღლითები, მათი ამოცანაა ჯიბის გასქელება, მათთვის საქართველოს მოქალაქე, როგორც ღირებულება არ არსებობს," - თქვა ვაშაძემ.