როდესაც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, რა პარალელურ გამოძიებას იწყებ? ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ცხელი პოლიტიკური თემა ხელოვნურად აცოცხლოს.
"როდესაც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, შენ რა პარალელურ გამოძიებას იწყებ, ესეც ნონსენსი არის, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კი არ ელოდები რაიმე ობიექტურ შედეგებს, შენ გინდა, რომ ცხელი პოლიტიკური თემა აი ასე ხელოვნურად აცოცხლო. ოპოზიცია, რომელიც არის ბუნებრივად ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თავისი გაუაზრებელი და მავნე პოლიტიკური გზავნილებიდან და გზიდან გამომდინარე, თითქოს ელოდებოდა დიდის გულმოდგინებით, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში", - ირაკლი ქადაგიშვილი.