ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შოვში გადარჩენილების მიმართ შეცვლილ რიტორიკას გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, დიდიხანია უკვე ქართული ოცნების ყველა მოქმედება და გზავნილი მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ძალაუფლების შენარჩუნებისკენ.
მისი თქმით, როცა ხელისუფლების ნარატივისთვის საჭირო იქნება, ისინი სტიქიით დაზარალებულებსაც დაუპირისპირდებიან, მაგრამ თუ ნახავენ, რომ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია აქვს, მაშინ შეცვლიან და დაიწყებენ ბოდიშების მოხდას.
„ამაში ახალი არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს ამორალური, ყველაფრის მკადრებელი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გამოსწორდება და სიკეთის გზაზე დადგება.ერთადერთი შანსი, რაც ამ ქვეყანას აქვს, მსგავსი ტიპის ხელისუფლების დემოკრატიული გზით ჩანაცვლებაა“ - თქვა თენგო კირთაძემ.