ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დაბალი აქვთ პოლიტიკური რეიტინგი, ცდილობენ, ნებისმიერ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი და ამას ახერხებენ, თუმცა, როგორც წესი, ჩვენი საზოგადოების გამო, ძალიან ცოტა ხნით და ძალიან მალევე იძირებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„შეიქმნა ფეისბუქგვერდები და მთელი ბინძური მედიაკამპანია იმ ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სტიქიის შედეგად მომხდარი მოვლენებისა და შედეგების აღკვეთისთვის. მაგალითად, კახი კალაძის ოჯახის მიმართ, კობახიძის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ თითქოს კოტეჯების არასწორად განთავსების ნებართვის დართვის გამო; არასაკმარისი სამაშველო ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა; ასევე, თითქოს განზრახ უარი ვთქვით მეზობლების დახმარებაზე.
ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დაბალი აქვთ პოლიტიკური რეიტინგი, ცდილობენ, ნებისმიერ ასეთ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი და ამას ახერხებენ, თუმცა, როგორც წესი, ჩვენი საზოგადოების გამო, ძალიან ცოტა ხნით და ძალიან მალევე იძირებიან. შემდეგ არიან მოლოდინში, ისევ იქნებ რაღაც დატრიალდეს ქვეყანაში. თუ იქ შეიქმნა სალიკვიდაციო შტაბი, აქ ისინი ქმნიან სახალხო ანტიშტაბებს. მათი კამპანია, საბოლოო ჯამში, ვერავის ვერაფერს დააკლებს, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ოჯახებს ზაფრავენ. ამ შემთხვევაშიც მოახერხეს, თითო-ოროლა ადამიანს შთააგონეს, რომ ვიღაცამ დააკლო ხელი იმას, რომ მართლა გადარჩენილიყვნენ. სინამდვილეში, ქართველი ხალხი ბრძენია, მათ შორის რაჭველები. მე მოვისმინე ოჯახის წევრების განცხადებები, თუ რა მოხდა იქ, სტიქიაში. ისინი ალყაში იყვნენ ფაქტობრივად და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევა იყო გაწეული“, – განაცხადა ოდიშარიამ.