ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ადამიანებს, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მთელი აგვისტოს განმავლობაში პარტიას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები, მაგრამ შოვის ტრაგედიის ფონზე ეს შეხვედრები გაუქმდა.
“შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ აჩვენა “რუსული ოცნების” უთავმოყვარეობა, უსაქმურობა, კორუმპირებულობა, მათი აგდებული აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ. შესაბამისად, ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც უბრალოდ კლავს და ცინიზმით განმსჭვალულ განცხადებებს ავრცელებენ, არ ერიდებიან დაზარალებულებზე თავდასხმას.
ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, ამ ტრაგედიის დროს და ფონზე ცხადია, ეს ვერ და არ მოხდებოდა, უდიდესი გლოვაა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს მხარდამჭერებს, წარმომადგენლებს შევხვდეთ დახურულ რეჟიმში და ვესაუბროთ მკვლელი რეჟიმის ჩამოშორების გზებზე და სტრატეგიაზე.” -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.