მიხეილ სააკაშვილმა ახალი ტურისტული ზონის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ახალი ტურისტული ზონა წყალტუბოდან 5 კილომეტრში - პრომეთეს მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობით დაიწყო. დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილ 4 შრიან მღვიმეს ტურისტები საფეხმავლო ბილიკებითა და ნავებით დაათვალიერებენ.
მღვიმის ტექნიკურ ნაწილზე გერმანელი დიზაინერები მუშაობენ. ისინი მღვიმეში ხელოვნურ განათებას დაამონტაჟებენ და მუსიკის, ხელოვნური განათებისა და ლაზერ შოუს სანახაობას მოაწყობენ.
პრომეთეს მღვიმე ტურისტებისთვის 3 კომპონენტის გამო განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო იქნება. პირველი - ველური სტელეოლოგია ანუ გაწვრთნილი ინსტრუქტორების დახმარებით ადგილზე რამდენიმედღიანი ტურები მოეწყობა.
მეორე - ადგილზე შესაძლებელი იქნება სტელეო-დაივინგიც, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ექსტრემალური სპორტია ევროპაში და მისი განვითარებისთვის პრომეთეს მღვიმეში ყველა პირობაა შექმნილი. და მესამე - მღვიმეზე შეიძლება სტელეო-თერაპიაც ანუ ასთმით დაავადებულთა მკურნალობა.
პრომეთეს მღვიმედან ჩანს ხვამლის მთაც, ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული. მღვიმეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა.