საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და შესრულებულ და მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებს გაეცნო. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს საველე მართვის პუნქტში თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჩართულობის, მათი უშუალო დავალებების, მიზიდული ტექნიკისა და ლოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საძიებო სამუშაოების ადგილზეც იმყოფებოდა, ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.