ჰავაის შტატის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. „უვე 101 ადამიანია დაღუპული“, - განაცხადა შტატის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა.
მისი თქმით, უკვე გადამოწმებულია უბედურების ზონის მეოთხდეზე მეტი. მაშველები გადამწვარ სახლებს ფერფლისგან წმენდენ, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მათ ადამიანთა ცხედრების მოძებნაში ეხმარებიან. მისივე თქმით, მსხვერპლთა საბოლოო მონაცემები გაცილებით მეტი იქნება და უახლოეს დღეებში შესაძლოა გასამმაგდეს.
ხანძარი, რომელიც კუნძულ მაუიზე გავრცელდა, შეერთებული შტატების ისტორიაში ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკული აღმოჩნდა. სტიქიამ გაანადგურა ისტორიული ქალაქ ლახაინი. 2 200 შენობა, ძირითადად საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაიწვა ან დაზიანდა, დამწვარია 850 ჰექტარი მიწა. საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგანტოს ცნობით, ლახაინის აღდგენას 5,5 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
აშშ-ის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ტყის ხანძრების დამანგრეველი შედეგები კუნძულ მაუიზე გამოწვეული იყო რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის კომუნიკაციაში არსებული ხარვეზებითა და გრიგალით, რომელმაც საათში 130 კმ-ს მიაღწია.
გუბერნატორმა ჯოშ გრინმა და ჰავაის შტატის გენერალურმა პროკურორმა ანე ლოპეზმა განაცხადეს, რომ გამოიძიებენ დროულად გაფრთხილებული იყო თუ არა მოსახლეობა მოსალოდნელი ხანძრის საფრთხის შესახებ.
როგორც სააგეტო Reuters იუწყებოდა, განგაშის სიგნალებმა არ იმუშავა. მობილურ კავშირსა და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებების გამო კი მოსახლეობის გაფრთხილება ვერ მოხერხდა.