ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. იუწყება Reuters
ჰიმალაის მთებში მეწყერი კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.
„ბოლო 48 საათის განმავლობაში უწყვეტი ნალექის გამო, ინდოეთს ტრაგედია დაატყდა თავს. დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. დაზიანებულია გზები და ელექტროენერგიის ქსელები”, – განაცხადა შტატის მინისტრმა, სუხვინდერ სინგმა.
მეწყერი ჩამოწვა ქალაქ შიმლაშიც, სადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. დაიხურა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტები. მოსახლეობის ნაწილი თავშესაფარში გადაიყვანეს.
მოსალოდბელი პროგნოზით, ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.