ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ამ პარლამენტში შეუძლებელია, რომ საგამოძიებო კომისიის ინიციატივას რაიმე განვითარება ჰქონდეს.
„ნებისმიერ ნორმალურ პარლამენტში, სადაც წესები და კანონები იცნობა, საგამოძიებო კომისიის არსებობა ასეთ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როცა ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, იქნებოდა სწორი ინიციატივა, თუმცა არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს.
იგი ორინეტირებულია უმრავლეობის პოზიციის დაცვაზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირი არსებულ კითხვას პასუხი არ გაეცეს.
ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ არა კომისიის შექმნა, არამედ ამ ტიპის ხელისუფლებლის შეცვლაა ჩვენი მთავარი ამოცანა“ - თქვა გიგი წერეთელმა.