ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შოვში გადარჩენილების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ნარატივია, რომ სწრაფ რეაგირებას ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ ჰქონდა და მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც თავიდანვე გამოვიდნენ სამშვიდობოს.
მისივე თქმით, ამ ნარატივს შოვში ნებისმიერი გადარჩენილი, მათ შორის, 6 წლის მაშოც ანგრევს
„მთელი ქართული ოცნება დგას და 6 წლის გოგოს ებრძვის, დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ტყუილებს აბრალებს.
ამაზე ამორალური და ამაზრზენი ქმედება ძალიან რთულად წარმოსადგენია, თუმცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქართული ოცნება სავარაუდოდ ამაზეამორალურ ქმედებებზეც არ იტყვის უარს, ამიტომ სამომავლოდაც არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს“ - თქვა თენგო კირთაძემ.