2011 წელს საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების რაოდენობა 1 500-მდე გაიზრდება. პედაგოგთა ერთი ჯგუფი კანადიდანაც ჩამოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიზნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი უკვე რამდენიმე დღეა კანადაში იმყოფება.
დიმიტრი შაშკინი კანადელ მასწავლებელთა დასაქმების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
უცხოელი პედაგოგები საქართველოში პროგრამის: "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოდიან. პროექტის დასრულების შემდეგ ყველა მასწავლებელი მსოფლიოს მასშტაბით "კეთილი ნების ელჩი" გახდება.