რუსეთში, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმციას რუსული სააგენტო „რია ნოვისტი“ ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობამ კი 75-ს მაიღწია.
გვაინ საღამოს, მაჰაჩყალაში ავტომაგისტრალზე ხაძნარი გაჩნდა საავტომობილო მომსახურების ცენტრში, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა ბენზინგასამართ სადგურზე, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
15 აგვისტო დაღესტანში გლოვის დღედ გამოცხადდა.