საქართევლოს პირველი ლედი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. სანდრა ელისაბედ რულოვსი სტუდენტებისთვის გამართულ ლექციას დაესწრო.
ლექციაზე პირველი ლედი სტუდენტებს სოციალური მუშაკის პროფესიის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პრესპექტივებზე ესაუბრა.
ლექციის დასრულების შემდეგ სანდრა რულოვსი სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევითი პროექტების პრეზენტაციასაც დაესწრო.
სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად 30-მდე სტუდენტი ჰყავს. სტუდენტებთან შეხვედრაზე პირველ ლედისთან ერთად დღეს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძეც იმყოფებოდა.