კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, ვერ მოახერხა ინვესტიციების მოზიდვა, ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის და ვერანაირი ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ეს არის მათი არაეფექტური საქმიანობის შედეგი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის განვითარებისათვის ყველაფერი გაკეთდება.
„ჩვენთვის ინვესტიციები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. იცით, რომ წლების განმავლობაში კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, ვერ მოახერხა ინვესტიციების მოზიდვა, ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის და ვერანაირი ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ეს არის მათი არაეფექტური საქმიანობის შედეგი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური, ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი ღიაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რათა განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამისთვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება ჩვენს პრიორიტეტად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც ძალიან მალე ანაკლიისი პორტის მშენებლობით დამთავრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.