რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ-ისგან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებთან ("პრო") დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებებს ელის.
"რუსეთს სურს, რომ მეტი სიცხადე იქნეს შეტანილი აშშ-ის გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო ალტერნატიული სისტემის შექმნას ეხება", _ აცხადებს ლავროვი და განმარტავს, რომ აშშ-მ უარი თქვა, რა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე, სხვა, ალტერნატიული გეგმა შეიმუშავა, "რომელიც პირველ ეტაპზე არ შექმნის სირთულეებს მესამე პოზიციურ რაიონთან დაკავშირებით".
"თუმცა სხვა ეტაპებთან დაკავშირებით გვსურს მეტი სიცხადის მიღება", _ აცხადებს ლავროვი.
ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც სტრატეგიული თავდასხმითი იარაღების შემცირებას ეხება და ამჟამად რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები ინტენსიურ მუშაობას აწარმოებენ ამ მიმართულებით.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობის მომდევნო რაუნდი მომდევნო კვირას დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
დელეგაციები დეკემბრამდე ჟენევაში იმუშავებენ