მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთი დუმბაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთათვისაც მისი კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა, ზოგიერთთან მას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს.
დუმბაძემ დასძინა, რომ ცდილობს, სოციალურ ქსელში აღნიშნული პირების სტატუსები არ წაიკითხოს.
„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? - სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!“, - განაცხადა დუმბაძემ.
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.