თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში გამოვიდა. როგორც მედია წერს, ისინი ამ დრომდე გარეთ იმყოფებიან.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტის ვებგვერდის ინფორმაციით, 16:39 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონი იყო. დადგინდა, რომ მიწისძვრა 6,35 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
16:40 საათზე ამავე ადგილას ამჯერად 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეს მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
„ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. საველე სკანირების კვლევები გრძელდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს თანამოქალაქეებს მალათიიდან“, – განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა.