დევნილთა გამოსახლეობის პროცესი რამდენიმე კვირით შეჩერდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი გადაწყვეტილება თავად იძულებით გადაადგილებულ პირთა თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
"სამინისტრომ გაითვალისწინა დევნილთა თხოვნა და ისიც, რომ ახალი წელი ახლოვდება და გამოსახლების პროცესი იანვრის შუა რიცხვებამდე შეაჩერა. იმედია, ამ პერიოდიდან პროცესი ორგანიზებულად წარიმართება", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სუბელიანის უწყება კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებას ახდენს, რის სანაცვლოდაც დევნილები კომპენსაციით ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით კმაყოფილდებიან.