სხვადასხვა ქვეყანიდან ისმის ხმები რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების სასარგებლოდ, თუმცა კიევი ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი მოწოდებები გაქრეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„იქნება ძალიან რთული პოლიტიკური სეზონი, ყველას ვაფრთხილებ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ფრონტზე, თუმცა იქნება მძიმე შემოდგომა... ყველა ეს ხმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან ისმის, იმის შესახებ, რომ „პრობლემებია“, რომ საჭიროა მოლაპარაკებები, არ ისმის ოფიციალური პირებისგან, მაგრამ ეს ხმები უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საერთაშორისო სამართლისა და კანონმდებლობის ფარგლებში იმისათვის, რომ ეს ხმები გაქრეს“, - განაცხადა კულებამ.
ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ მოელის დიდი რაოდენობით საერთაშორისო სამიტების გამართვას უკრაინის საკითხზე. მისი თქმით, ამ შეხვედრებზე კიევს სჭირდება „მთელი მსოფლიოდან რაოდენობრივი და ხარისხიანი დასწრება და არამხოლოდ ვეროპელი და ჩრდილო ამერიკელი ტრადიციული მეგობრების მხრიდან“.
ცოტა ხნის წინ დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არასდროს დაჯდება რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მტრის ჯარი გავა უკრაინის მიწიდან, ამისთვის კი სამხედრო და დიპლომატიური გზებით დახმარებაა საჭირო.