უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არასდროს დაჯდება რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან.
რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებისთვის პარტნიორი არ არის, მან ძალიან ბევრი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ კულებამ Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეთავაზებაზე ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით.
კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მტრის ჯარი გავა უკრაინის მიწიდან, ამისთვის კი სამხედრო და დიპლომატიური გზებით დახმარებაა საჭირო.
„პუტინი არ არის პარტნიორი მოლაპრაკებისთვის... არსებობს ბრძოლის სხვა დიპლომატიური გზებიც, თუმცა ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინსა და ზელენსკის არასდროს ვიხილავთ ერთ მაგიდასთან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.