დღეს გორში ჯაზის კონცერტი ,,სოლიდარობა ცვლის მსოფლიოს" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გორის მუნიციპალიტეტის პრესასახურიდან აცნობეს, კონცერტი 18:00 საათზე გორის ,,კულტურისა და ტურიზმის" ცენტრში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და პოლონეთის ჯაზ-ჯგუფები. ღონისძიება, რომელიც საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობას ეძღვნება, შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის და პოლონეთში გამართული ჯაზის საერთაშორისო ფესტივალის ,,ჯაზ ჯამბორეს" ფონდის პრეზიდენტის მარტინა ვოიჩეხოვსკას ინიციატივით იმართება.
კონცერტს დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების და აღნიშნული ჯაზ - ფესტივალის ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ გორის ჯაზ-ბენდმა ,,კანუდოსი" ჯგუფ ,,შინთან" ერთად საქართველოს სახელით მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ ჯაზის საერთაშორისო ფესტივალში ,,ჯაზ ჯამბორე" და წარმატება მოიპოვა.