ნორვეგიაში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გავრცელებული ცნობით, ძლიერი წვიმების გამო მდინარეები ადიდდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. იწუყება Reuters.
ოფიციალური პირების ცნობით, ნორვეგიის სამხრეთში 4 ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი ადგილებიდან გაიყვანეს, მათ შორის თითქმის ნახევარი ქალაქ ხიონეფოსში, რომელიც ოსლოდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ერთი დღით ადრე კი სტიქიის ზონა 3 ათასამდე ადამიანმა დატოვა.
გადაკეტილი ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალები, სარკინიგზო მოძრაობა კი სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილში შეჩერებულია.
ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. იმის მიუხედავად, რომ წვიმები შეწყდა, წყალი შედარებით დაბალი სანაპირო რეგიონებისკენ მიედინება.