გერმანიის მთავრობა, სავარაუდოდ, უკრაინას Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსან რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა t-online იუწყება.
„ამჟამად, კანცელარია მუშაობს ამ საკითხზე გერმანიის მნიშვნელოვან მოკავშირესთან და უკრაინის უმსხვილეს მხარდამჭერთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
მმართველი პარტიის გარემოცვის ცნობებით, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე „მწვანე შუქი“ აუნთეს უკრაინისთვის გერმანული Taurus-ების მიწოდებას.
Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს სამიზნის განადგურება 500 კმ-ის მანძილზე შეუძლიათ.