ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას პოლიტიკურ სპექტრში დიდწილად კვლავ არასათანადო და არადეკვატური რეაქცია მოჰყვა.
მისი თქმით, აპელირება ხელისუფლების მისამართით, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და მათი ქმედებებით ხელი აღარ უნდა შეუშალონ ამ პროცესს, არასწორია.
„ეს აჩენს მოლოდინს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში რეალური ინტეგრაციაა შესაძლებელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაუსვას ამას ხაზი, რომ არასწორი მოლოდინები არ შეიქმნას საზოგადოებაში - ჩვენ სტატუსის, თუ სტატუსის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ ევროინტეგრაციას, თუ გვეყოლება პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც რუსულ რეჟიმს დემოკრატიული გზიით ჩაანაცვლებს“ - თქვა თენგო კირთაძემ.