მწერალი ლაშა ბუღაძე მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას ეხმიანება.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.
„მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.
ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში - ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას...
რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!“ - წერს ლაშა ბუღაძე.
მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრძანება უკვე გამოსცა.