რუსეთის საოკუპაციო ძლაების მხრიდან გაძლიერებული იერიშების ფონზე ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან ადგილბრივი ხელისუფლება სავალდებულო ევაკუაციას იწყებს.
ამის შესახებ ნათქვამია კუპიანსკის სანხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე იწყება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია, აღნიშნულ განკარგულებას 9 აგვისტოს ხელი მოაწერა კუპიანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კანაშევიჩმა”, - ნათქვამია განცხადებაში.
სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა საბრძოლო მოქმედებების ზონასთან მდებარე დასახლებული პუნქტების ტერიტორიებიდან.
მანამდე ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ევაკუაციას, სავარაუდოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარება, მათ შორის 600 ბავშვი.