სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტი შოვის“ მიმდებარედ მოედანზე საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილი ტერიტორიიდან მოხდა 70 ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა. ესენი იყვნენ ბავშვები, მოხუცი ქალბატონები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა დ მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილი, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების მობილიზება და აღნიშნულ უსაფრთხო ზონაში გადაყვანა, საიდანაც მოგვიანებით უკვე გახდა ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა სტიქიის ზონიდან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ონის პოლიციაში იმავე დღეს დაიწყო გამოძიება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.