რატომ არ არსებობს შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო სამსახურები, რატომ ვერ ვეხმარებით ღამით საქართველოს მოქალაქეებს სტიქიური უბედურებების დროს 21-ე საუკუნეში, რატომ არ ხორციელდება გარემოზე კონტროლი, ეს ის კითხვებია სხვა მრავალ კითხვებთან ერთად, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებამ და ამიტომაც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია,“- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ უსუსურობის განცდა გაუჩინა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.
„შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ უსუსურობის განცდა გაუჩინა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები ხელისუფლების მიმართ - რატომ არ არსებობს საევაკუაციო გეგმა ასეთ საშიშ ადგილებში, როგორც ცნობილია ეს ადგილი არის საშიში სტიქიური უბედურებების თვალსაზრისით განსაკუთრებით, რატომ არ არსებობს შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო სამსახურები, რატომ შეიძლება, რომ მაგალითად ღამით საქართველოს მოქალაქეებს ვერ დავეხმაროთ სტიქიური უბედურებების დროს 21-ე საუკუნეში, რატომ არ ხორციელდება გარემოზე კონტროლი, როცა ვიცით, რომ ჩვენი სამშობლო სამწუხაროდ მეწყრის, ღვარცოფის და სხვა სტიქიური მოვლენების ქვეყანაა და რატომ არ კეთდება პრევენცია მსგავსი ტიპის გაფრთხილების სისტემა არ მოქმედებს ეფექტურად, როდესაც ჩვენი დონორების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაღებულია თანხა ამისთვის. ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი არ არსებობს და თუ არსებობს ერთი ზოგადი პასუხი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არააფექტური, არაკომპეტენტური და ეს იწვევს დიდ ტრაგედიებს, ვერ ახდენენ მსხვერპლის მინიმალიზაციას სტიქიური უბედურებების დროს, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხი ყველას აინტერესებს და ამიტომაც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია,“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.