რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმიანება.
„გასული დღეების განმავლობაში დრამატული ბუნებრივი მოვლენები მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს, განსაკუთრებით მოხალისეებს“, – განაცხადა რომის პაპმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისასთვის ნაპოვნია 20 ცხედარი. მაშველები კიევ 10-ზე მეტ ადამიანს ეძებენ
გასულ შაბათ-კვირას სლოვენიაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედი დააზარალა, დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი, ასობით მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა.