უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება რუსეთისთვის ხსნა იქნება.
„იქ, სადაც ნატოა, ომი არ არის. ყველა ქვეყანა გაწევრიანდა ნატო-ში, რადგან ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის შეტევითი მისია არ არის, ჩვენ არასდროს ვუტევდით, ყველგან, სადაც შევუტიეთ, ჩვენი ტერიტორიაა. უკრაინა იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ აღვადგენთ მას.
რუსეთი მადლობელი უნდა იყოს, რომ თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთისთვის უსაფრთხოებაა, რომ მომავალში უკრაინა მათ ტერიტორიაზე არასდროს მივა”, – განაცხადა ზელენსკიმ ლათინოამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნები, ძალიან მოხარული იქნებიან, თუ უკრაინელი ჯარისკაცები მათ ტერიტორიაზე განლაგდებიან და ამ ომის შემდეგ, მშვიდობიან პერიოდში დაიცავენ საზღვარს.
„ყველას ესმის, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი არმია და ბევრი ჯარისკაცი, ამიტომ, ყველა ქვეყანა მოხარული იქნება, თუ მშვიდობიან პერიოდში უკრაინელი ჯარისკაცები დაიცავენ მათ საზღვარს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.