საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ტერიტორიაზე, მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო.
მოზარდი წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამაშველო სამსახურს არასრულწლოვანი უკვე დაღუპული დახვდა.