საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში სამაშველო სამსახურის გაძლიერებაზე ისაუბრა.
როგორც მან სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სვანეთში უსაფრთხოების გაძლიერება აუცილებელია.
"მესტიაში, ადიშში, ჭუბერში, უშგულში დღეს ჩადის ათეულობით ათასი ადამიანი და ხუთ წელიწადში ჩავა მილიონი ადამიანი. ამ ქედების მთელი გაყოლება არის 200 კილომეტრი. აფხაზეთი რაც არის სიგრძეში, დაახლოებით ისეთივეა მესტია გაყოლებაზე მთაში და სვანეთი მთლიანად. ჩვენს სამაშველო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერება გვჭირდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა იყოს სვანეთში ბაზირებული ერთი ვერტმფრენი და მთავრობამ უნდა შეიძინოს გაწვრთნილი ძაღლები.
"შვეიცარიას და რამდენიმე ქვეყანას აქვს ამის სერიოზლი გამოცდილება და ყოველგვარი ტრაგედიის შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა დავიყვანოთ ქვემოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.