ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ევროსაბჭოს ოფისი მეწყერის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
"ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს თანადგომას ვუცხადებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას". - წერია ევროსაბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს.