კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს," - წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე.