შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში, მეოთხე დღეა, სამაშველო ღონისძიებას ატარებენ.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი.
უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.