შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანს ეძებენ.
სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.