შოვში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება. ის ტვიტერზე ქართულ ენაზე წერს და დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს," - წერს ზელენსკი.