ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე და კრიტიკული დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ბუნებრივია.
„ახლა ყველაზე მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და ამის შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა.
მმართველობის ეს სტილი, რომლის შეცვლაზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, აუცილებლად იჩენს თავს ყველაფერში, საგარე პოლიტიკა იქნება, საგარეო პოლიტიკა, საგანგებო მდგომარეობა, თუ სხვა. ამაზე საუბრის დრო დადგება, თუმცა ახლა მთავარია, ეს ადამიანები გადავარჩინოთ და ის ადამიანები ვანუგეშოთ, ვისაც ამხელა უბედურება დაატყდა თავს“ - თქვა გიგი წერეთელმა.